aviageorgia.ge

რა არის ავიაბილეთების კალენდარი?

ავიაბილეთების კალენდარი არის aviageorgia.ge-ს მიერ შემოთავაზებული ჭკვიანი ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარებათ, დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა გონივრულად და ეკონომიურად. თუ თქვენი გამგზავრების თარიღები მოქნილია, ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, ერთიან კალენდარზე დაინახოთ ფასების ცვლილება კონკრეტული მიმართულებით მთელი თვის განმავლობაში და მარტივად შეარჩიოთ ყველაზე იაფი დღე ფრენისთვის.

როგორ მუშაობს?

aviageorgia.ge-ს საძიებო სისტემაში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი მარშრუტი, შემდეგ კი გაააქტიურეთ „კალენდარული ხედვა“. თქვენს წინაშე გამოჩნდება კალენდარი, სადაც თითოეული დღისთვის მითითებული იქნება ავიაბილეთის მინიმალური ფასი. ეს ვიზუალური და მარტივი მეთოდი გეხმარებათ, სწრაფად შეადაროთ ტარიფები და მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება.

ავიაბილეთების კალენდრის მთავარი უპირატესობები:

  • მოქნილი დაგეგმვა: მარტივად იპოვით იდეალურ თარიღს, რომელიც საუკეთესოდ ერგება თქვენს ბიუჯეტსა და გეგმებს.
  • ფინანსების ეკონომია: აღმოაჩინეთ ყველაზე დაბალი ტარიფები და შეიძინეთ ავიაბილეთი მაქსიმალური სარგებლით.
  • დროის დაზოგვა: იმის იმის ნაცვლად, რომ ხელით შეამოწმოთ ათობით სხვადასხვა თარიღი, მიიღეთ ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში.
ავიაბილეთები

ჩვენს შესახებ

aviageorgia.ge არის წამყვანი ონლაინ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ავიაბილეთებს საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტიდან. ჩვენი მისიაა, გავხადოთ მოგზაურობა ხელმისაწვდომი და კომფორტული ნებისმიერი ქართველი მომხმარებლისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქალაქიდან გეგმავს ის ფრენას.

  • ავიაბილეთები: გთავაზობთ ფრენების ყველაზე სრულყოფილ არჩევანს.
  • სასტუმრო: დაგეხმარებით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში იპოვოთ და დაჯავშნოთ ზუსტად ისეთი სასტუმრო, როგორიც თქვენს მოთხოვნებს და ბიუჯეტს შეესაბამება.
  • ტურები: ჩვენი მრავალფეროვანი ტურების დახმარებით, თქვენს მომავალ თავგადასავალს მარტივად დაგეგმავთ.
  • იმოგზაურეთ მშვიდად: ჩვენ გთავაზობთ სამოგზაურო დაზღვევის საუკეთესო პირობებს, რათა თავი დაცულად იგრძნოთ ნებისმიერ სიტუაციაში.

როგორ დავჯავშნოთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად?

ბიუჯეტური მოგზაურობა სავსებით შესაძლებელია, თუ რამდენიმე მარტივ ხრიკს გვეცოდინება. ჩვენი გუნდი გიზიარებთ პრაქტიკულ და გამოცდილ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, ავიაბილეთებში მინიმალური თანხა გადაიხადოთ.

რჩევები იაფი ავიაბილეთების შესაძენად:

    • დაგეგმეთ წინასწარ: ოქროს წესი ყველაზე იაფი ბილეთების მოსაძებნად - რაც უფრო ადრე დაიწყებთ ძებნას, მით მეტს დაზოგავთ. ეცადეთ, ავიაბილეთები სასურველ თარიღამდე 1.5-2 თვით ადრე შეიძინოთ, რადგან ფრენის მოახლოებასთან ერთად ფასები იზრდება.
    • იფრინეთ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებით: თუ თქვენი მთავარი პრიორიტეტი დაბალი ფასია, მაშინ ლოუქოსთერები საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ისინი ხშირად გვთავაზობენ ყველაზე ხელმისაწვდომ ფასებს.
    • იმგზავრეთ მხოლოდ ხელბარგით: ავიაბილეთის ღირებულების შესამცირებლად, უარი თქვით ჩასაბარებელ ბარგზე. ავიაკომპანიების უმეტესობა მასზე დამატებით გადასახადს აწესებს, ამიტომ მხოლოდ ხელბარგით მგზავრობა თანხას დაგაზოგინებთ.
    • აირჩიეთ არასეზონური დრო: მოერიდეთ მოგზაურობას ტურისტული სეზონის პიკში (ზაფხული, სადღესასწაულო დღეები), როცა ფასები ყველაზე მაღალია. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ფრენაც და სასტუმროც გაცილებით ხელმისაწვდომია.
    • აირჩიეთ კვირის შუა დღეები: შაბათ-კვირასა და პარასკევს ფრენებზე მოთხოვნა მაღალია, რაც ფასებზეც აისახება. ყველაზე დაბალ ფასებს, როგორც წესი, კვირის შუა პერიოდში, სამშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, იპოვით.
    • შეიძინეთ ორმხრივი ავიაბილეთი: თუ დაბრუნების თარიღი იცით, ყოველთვის ჯობს ორმხრივი ავიაბილეთი ერთად შეიძინოთ. ეს თითქმის ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე ორი ცალმხრივი ბილეთის ცალ-ცალკე ყიდვა.
    • ნუ შეგეშინდებათ გადაჯდომის: პირდაპირი ფრენა კომფორტული და სწრაფია, მაგრამ თუ დრო გაქვთ და თანხის დაზოგვა გსურთ, განიხილეთ რეისები ერთი გადაჯდომით. ხშირად, ასეთი ბილეთები გაცილებით იაფია.
    • გშეადარეთ ფასები ერთ სივრცეში Aviageorgia.ge-ზე: იმის ნაცვლად, რომ ყველა ავიაკომპანიის საიტი ცალ-ცალკე ამოწმოთ, გამოიყენეთ ჩვენი საძიებო სისტემა. Aviageorgia.ge მომენტალურად ადარებს საქართველოს აეროპორტებიდან არსებულ ყველა ფრენას და გეხმარებათ, იპოვოთ საუკეთესო შეთავაზება.
ავიაბილეთები

ხშირად დასმული კითხვები

რა მჭირდება ავიაბილეთის ონლაინ შესაძენად?

arrow faq arrow faq

    ავიაბილეთის ონლაინ შესაძენად დაგჭირდებათ:

    • მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი ან პირადობის მოწმობა (ქვეყნიდან გამომდინარე)
    • აქტიური ელფოსტა და ტელეფონის ნომერი
    • საბანკო ბარათი

როგორ მივიღებ ონლაინ შეძენილ ავიაბილეთს?

arrow faq arrow faq

გადახდის წარმატებით დასრულებისთანავე, თქვენი ავიაბილეთი და ჯავშნის დადასტურება ავტომატურად, რამდენიმე წამში, გამოიგზავნება თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

შესაძლებელია თუ არა ავიაბილეთის გაუქმება ან თარიღის შეცვლა?

arrow faq arrow faq

ავიაბილეთის გაუქმების ან თარიღის ცვლილების პირობებს ადგენს კონკრეტული ავიაკომპანია და თქვენ მიერ არჩეული ტარიფი. ამ დეტალურ წესებს დაჯავშნის პროცესში აუცილებლად გაეცნობით.

შემიძლია თუ არა ავიაბილეთში პირადი მონაცემების გასწორება?

arrow faq arrow faq

სახელსა და გვარში დაშვებული მცირე უზუსტობის (მაგ. 1-2 ასო) შესწორება, როგორც წესი, დასაშვებია. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ავიაკომპანიამ შესაძლოა ამისთვის დამატებითი მომსახურების საფასური მოითხოვოს.

რატომ Aviageorgia.ge?

arrow faq arrow faq

    • ყველაზე დაბალი ფასები: ჩვენი ჭკვიანი სისტემა რეალურ დროში ადარებს ყველა ავიაკომპანიის ფასებს და გარანტიას გაძლევთ, რომ საუკეთესო შეთავაზებას იპოვით.
    • სწრაფი და დაცული პროცესი: ჩვენი ვებგვერდი მაქსიმალურად მარტივია, ხოლო თქვენი გადახდები და პირადი მონაცემები სრულად დაცულია თანამედროვე ტექნოლოგიებით.
    • ყველაფერი მოგზაურობისთვის: ავიაბილეთების გარდა, ჩვენთან ერთად შეგიძლიათ დაჯავშნოთ სასტუმრო, შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა და დაგეგმოთ ტურები.
    • მომხმარებელზე ზრუნვა: ნებისმიერი კითხვის ან სირთულის შემთხვევაში, ჩვენი გამოცდილი მხარდაჭერის გუნდი მზადაა, დაგეხმაროთ.

კონტაქტი

ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ:

ჩვენი მდებარეობა